ტექსტის დაკორექტირების ფასები Initiator des Themas: Rusudan Tabatadze
|
ტექსტის დაკორექტირების ფასების დაზუსტება მჭირდება. ვინმე ხომ არ დამეხმარება? სიტყვების, სიმბოლოების თუ გვერდების მიხედვით? წინასწარ დიდი მადლობა. | | | Levan Namoradze Georgien Local time: 03:39 Mitglied (2005) Englisch > Georgisch + ...
კორექტირება/რედაქტირება უფრო საათობრივად ანაზღაურდება. თუმცა, მოლაპარაკების საგანია მაინც. | | | Rusudan Tabatadze Georgien Local time: 03:39 Englisch > Georgisch + ... THEMENSTARTER
საათობრივად ვიდეო/აუდიო მასალას (სცენარებს) ვთარგმნი, მაგრამ ამჟამად თარგმნილი ტექსტის დაკორექტირება მჭირდება და მაინტერესებს ფასები, რადგან ვფიქრობ, სასურველია ყველა პროფესიონალს გვქონდეს ერთი აზრი, რომ პოტენციური დამსაქმებელი არ დაფრთხეს. მართალი არ ვარ? მთავაზობენ გვერდების მიხედვით და ჩემ პასუხს ელიან. როგორ მოვიქცე, გთხოვთ დამეხმარეთ. | | | Maya Gorgoshidze Georgien Local time: 03:39 Mitglied (2004) Englisch > Georgisch + ... Moderator dieses Forums რედაქტირების ფასები | Jun 26, 2016 |
განმარჯობა, რუსა!
ტექსტის სირთულის მიხედვით, პირადად ჩემი რედაქტირების ფასები ასეთია: 45 ან 50 დოლარი საათში, 0.05 ან 0.06 დოლარი ინგლისურ სიტყვაში. ჯერჯერობით, გვერდის ფასი არავის უკითხავს და ... See more განმარჯობა, რუსა!
ტექსტის სირთულის მიხედვით, პირადად ჩემი რედაქტირების ფასები ასეთია: 45 ან 50 დოლარი საათში, 0.05 ან 0.06 დოლარი ინგლისურ სიტყვაში. ჯერჯერობით, გვერდის ფასი არავის უკითხავს და აზრსაც მოკლებულია, რადგან ერთ გვერდზე სიტყვების სხვადასხვა რაოდენობის დატევა შეიძლება, ფორმატირების მიხედვით. მახსოვს, მრავალი წლის წინ ერთმა კომპანიამ გვერდების რაოდენობით მთხოვა შეფასება. ასეთ შემთხვევაში, უნდა ვიანგარიშოთ, რომ ერთ გვერდზე ეტევა დაახლოებით 1800 სიმბოლო ან 300 ინგლისური სიტყვა, ანუ ერთი გვერდის რედაქტირების ფასი გამოდის 15-20 დოლარი. ზოგადად, რედაქტირების ფასი დაახლოებით თარგმანის ფასის მესამედზე ოდნავ მეტი უნდა იყოს. ანუ, თუ თარგმანის ფასია 0.15 დოლარი სიტყვაში, რედაქტირების მინიმალური ფასი გამოდის 0.05 დოლარი.
კეთილი სურვილებით,
მაია ▲ Collapse | |
|
|
Rusudan Tabatadze Georgien Local time: 03:39 Englisch > Georgisch + ... THEMENSTARTER
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. საქმე იმაშია ადგილობრივი დამსაქმებელი თუ გადაიხდის ასე. ვიმედოვნებ. | | | Levan Namoradze Georgien Local time: 03:39 Mitglied (2005) Englisch > Georgisch + ...
Rusa Tabatadze wrote:
საათობრივად ვიდეო/აუდიო მასალას (სცენარებს) ვთარგმნი, მაგრამ ამჟამად თარგმნილი ტექსტის დაკორექტირება მჭირდება და მაინტერესებს ფასები, რადგან ვფიქრობ, სასურველია ყველა პროფესიონალს გვქონდეს ერთი აზრი, რომ პოტენციური დამსაქმებელი არ დაფრთხეს.  მართალი არ ვარ? მთავაზობენ გვერდების მიხედვით და ჩემ პასუხს ელიან. როგორ მოვიქცე, გთხოვთ დამეხმარეთ.
რუსა, მაშინ, ალბათ, აჯობებს სთხოვო ტექსტი და გადახედო ხარისხს. თუ ხარისხი ნორმალურია, 20-25 აშშ დოლარის მესამედი შეიძლება 1 გვერდში, თუ გვერდზე სიტყვების რაოდენობა 250-300 სიტყვას არ აღემატება. თანაც, წინასწარ განსაზღვრე დამკვეთთან ეს უკანასკნელი პირობა.
[Edited at 2016-06-26 15:41 GMT] | | | Rusudan Tabatadze Georgien Local time: 03:39 Englisch > Georgisch + ... THEMENSTARTER
დიდი მადლობა. თუ სწორად მახსოვს თქვენ იურიდიულ თარგმანებზე მუშაობთ, არა? | | | Maya Gorgoshidze Georgien Local time: 03:39 Mitglied (2004) Englisch > Georgisch + ... Moderator dieses Forums ადგილობრივი დამსაქმებელი... | Jun 26, 2016 |
Rusa Tabatadze wrote:
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. საქმე იმაშია ადგილობრივი დამსაქმებელი თუ გადაიხდის ასე.  ვიმედოვნებ.
რუსა, წარმოდგენა არ მაქვს ადგილობრივ ფასებზე
ალბათ, ამ შემთხვევაში ადგილობრივად ვინც მუშაობს იმას უნდა ჰკითხოთ.
წარმატებებს გისურვებთ,
მაია | |
|
|
Levan Namoradze Georgien Local time: 03:39 Mitglied (2005) Englisch > Georgisch + ...
Rusa Tabatadze wrote:
დიდი მადლობა. თუ სწორად მახსოვს თქვენ იურიდიულ თარგმანებზე მუშაობთ, არა?
მათ შორის. | | | Rusudan Tabatadze Georgien Local time: 03:39 Englisch > Georgisch + ... THEMENSTARTER
ხშირად მომდის იურიდიული( ძალოვანი სტრუქტურებიდან) თარგმანები და ვიფიქრე, იქნებ თანამშრომლობა შემდგარიყო? | | | Levan Namoradze Georgien Local time: 03:39 Mitglied (2005) Englisch > Georgisch + ... რა თქმა უნდა | Jun 26, 2016 |
Rusa Tabatadze wrote:
ხშირად მომდის იურიდიული( ძალოვანი სტრუქტურებიდან) თარგმანები და ვიფიქრე, იქნებ თანამშრომლობა შემდგარიყო?
რა თქმა უნდა. ხომ გაქვს ჩემი მობილური? | | | To report site rules violations or get help, contact a site moderator: You can also contact site staff by submitting a support request » ტექსტის დაკორექტირების ფასები Anycount & Translation Office 3000 |
---|
Translation Office 3000
Translation Office 3000 is an advanced accounting tool for freelance translators and small agencies. TO3000 easily and seamlessly integrates with the business life of professional freelance translators.
More info » |
| LinguaCore |
---|
AI Translation at Your Fingertips
The underlying LLM technology of LinguaCore offers AI translations of unprecedented quality. Quick and simple. Add a human linguistic review at the end for expert-level quality at a fraction of the cost and time.
More info » |
|
| | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | |